ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ჯამბაზი არაა. მისი განცხადებით, იგი ნორმალური ადამიანია და ხშირად იმიტომ არ იღიმის, რომ გიჟია.
“მე არ ვარ ჯამბაზი – არ ვიღიმი ყოველთვის, როგორც გიჟი. ნორმალური ადამიანი ვარ, უბრალოდ მსურს ფეხბურთელები დავარწმუნო, რომ გამარჯვების კარგი შანსი აქვთ”, - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC.
იურგენ კლოპის გაწვრთნილი “ლივერპული” დღეს, პრემიერლიგის XXVII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის “არსენალს” უმასპინძლებს.