ფეხბურთი

12:30 | 4.03.2017 | ნანახია 2079 - ჯერ

"ალბისელესტეს" შემადგენლობა: მაურო იკარდი ისევ თამაშგარეში

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარდო ბაუსამ მსოფლისო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება, გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო.

ბაუსას რჩეულთა სიაში ისევ არაა მილანის “ინტერის” ბომბარდირი მაურო იკარდი. ჩინურ “ჰებეიში” მოასპარეზე ესეკიელ ლავესი კი, კვლავ გამოიძახა. სხვათა შორის, ამ ფაქტის გამო სოციალურ ქსელში გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოხატეს.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: მარიანო ანდუხარი (“ესტუდიანტესი”), ნაუელ გუსმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), სერხიო რომერო (“მანჩესტერი”, ინგლისი);

მცველები: გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი), პაბლო საბალეტა (“სიტი”, ინგლისი), ხულიო ბუფარინი (“სან პაულუ”, ბრაზილია), ფაკუნდო რონკალია (“სელტა”, ესპანეთი), ემანუელ მასი (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი), მარკოს როხო (“მანჩესტერი”, ინგლისი), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, ინგლისი), მატეო მუსაჩო (“ვილიარეალი”, ესპანეთი), რამირო ფუნეს მორი (“ევერტონი”, ინგლისი);

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ლუკას ბილია (“ლაციო”, იტალია), გვიდო პისარო (“ტიგრესი”, მექსიკა), ევერ ბანეგა (“ინტერი”, იტალია), ენსო პერესი (“ვალენსია”, ესპანეთი), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ანხელ კორეა (“ატლეტიკო”, ესპანეთი), მარკოს აკუნია (“რასინგი”);

თავდამსხმელები: ესეკიელ ლავესი (“ჰებეი”, ჩინეთი), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, იტალია), სერხიო აგუერო (“სიტი”, ინგლისი), გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”, იტალია), ლუკას პრატო (“სან პაულუ”, ბრაზილია)

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით 23 მარტს, ბუენოს აირესში, “ესტადიო მონუმენტალზე” ჩილეს უმასპინძლებს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ ლა პასში, ბოლივიის ნაკრებს ესტუმრება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:07 | 04.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

არ უნდათ იკარდის ნაირი ყ თორე ნაკრებში გამოძახება ეკუთვნის

13:03 | 04.03.2017
maradona73biankoneri (12347)

არგენტინის ნაკრებს ასე დავაყენებდი:


_________________________ანდუხარი________________________


საბალეტა________ოტამენდი____________მუსაჩო__________როხო


__________________ბილია___________მასკერანო_______________


მესი_____________________დიბალა___________________დიმარია


_____________________იგუაინი/აგუერო_____________________

12:52 | 04.03.2017
maradona73biankoneri (12347)

ძალიანაც კარგი რომ არ იძახებენ იკარდის, ეგდოს ინტერში და დაკმაყოფილდეს სპარტებთან და ბერშევებთან წაგებით.


ზატო დიბალას და იგუაინს ვუბალელშიკებ მსოფლიოზე მესისთან ერთად, რა თქმა უნდა იტალიის შემდგომ

12:54 | 04.03.2017
maradona73biankoneri (12347)

ჯერ კაცობა და მერე დანარჩენი სასიამოვნოა რომ ამდევიზით მოქმედებენ არგენტინის ნაკრებში.

12:48 | 04.03.2017
KoRBeN DaLLaS (24848)

იმედია ჩილესთან თამაშის შემდეგ მესამედ არ გაიქცევა ნაკრებიდან ტანმოკლე ჩმოშნიკი DDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144052
სარეკლამო ადგილი - 99
X x X