მადრიდის “რეალი” ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება.
“ბლანკოსი” უახლოეს მატჩში ერთბაშად სამ შემტევს მოისაკლისებს: გარეტ ბეილი და ალვარო მორატა დისკვალიფიცირებულნი არიან, ხოლო კრიშტიანო რონალდუ ტრავმირებულია და ამის გამო, განაცხადში ვერ მოხვდა. მათ გარდა, “რეალს” რაფაელ ვარანი და ფაბიო კოენტრაო დააკლდებიან.
“რეალის” განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ნავასი, კასილია, იანეზი;
მცველები: პეპე, ნაჩო, რამოსი, კარვახალი, დანილო, მარსელო;
ნახევარმცველები: კასემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, კოვაჩიჩი, ასენსიო, ხამესი;
თავდამსხმელები: ბენზემა, მარიანო, ლ.ვაზკესი.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” ლა ლიგის 26-ე ტურში გასვლაზე “ეიბარს” დაუპირისპირდება. შეხვედრა შაბათს საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.