ჭადრაკი

22:00 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ფანცულაია პირველია

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ სწრაფი ჭადრაკის შემდეგ ელვისებურ ჭადრაკში გრან-პრის პირველ ეტაპს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობის სურვილი 61 მოჭადრაკემ გამოთქვა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.

დაუმარცხებლად იასპარეზა და 8 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პირზი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ მოიპოვა. 7-7 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლით მეორე-მეოთხე ადგილები ამ თანმიმდევრობით დავით არუთინიანმა, გიგა ყუფარაძემ და ლუკა პაიჭაძემ დაიკავეს .

ტურნირის საპრიზო ფონდი 1000 ლარი იყო, რომელიც პირველ მესამე ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა შემდეგნაირად გადაინაწილეს:

  1. 500 ლარი
  2. 300 ლარი
  3. 200 ლარი
0.114181