აკაპულკოს ტურნირის 1/4-ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა იაპონელი იოშიჰიტო ნიშიკოა 7:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა.
პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე ნადალმა 7:2 მოიგო. მეორე პარტიაში იაპონელი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ რაფამ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო.
ესპანელმა 6-დან 4 ბრეიკი განახორციელა, ხოლო ნიშიკოამ - 4-დან 2.
ნახევარფინალში რაფაელ ნადალი მარინ ჩილიჩს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში რაფა 3:1-ს იგებს. მატჩი 4 მარტს თბილისის დროით 04:00-ზეა ჩანიშნული.