ჩოგბურთი

12:30 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი კირგიოსთან დამარცხდა

აკაპულკოს ტურნირის 1/4-ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიცი ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან 6:7, 5:7 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 48 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი უბრეიკოდ, ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ხან ერთი მოთამაშე გადიოდა წინ, ხან მეორე, საბოლოოდ ავსტრალიელმა 11:9 მოიგო და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში 6:5-ზე კირგიოსის სასარგებლოდ ახალგაზრდა ჩოგბურთელი გადამწყვეტ ბრეიკს აკეთებს და ტურნირის 1/2-ფინალში გადის, სადაც სემ კუერის შეხვდება.

კირგიოსმა 25 ეისი ჩააწოდა, პირველივე შესაძლებლობიდან ბრეიკი შეასრულა, ხოლო ნოვაკს 2 ეისი ჰქონდა და მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი, რომელიც ვერ გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11224