კალათბურთი

11:26 | 3.03.2017 | ნანახია 1523 - ჯერ

უესტბრუკის 45 ქულა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი მატჩი გაიმართა.

“ფინიქს სანსმა” შინ “შარლოტ ჰორნეტსი” 120:103 დამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ფინიქსელებმა 26:12 მოიგეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა კემბა უოკერის ანგარიშზეა. “ფინიქსმა” უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა და ექვსმა კალათბურთელმა 14 და მეტი ქულა დააგროვა.

“პორტლენდმა” საკუთარ დარბაზში “ოკლაჰომას” 114:109 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი იყო, რომელიც პორტლენდელებმა 33:24 მოიგეს. “ოკლაჰომას” ლიდერმა რასელ უესტბრუკმა მორიგი სამმაგი დუბლი ვერ გაიფორმა, მაგრამ გუნდს 45 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და ერთი დაფარება კი შესძინა. “პორტლენდში” 33 ქულით დემიენ ლილარდი გამოირჩა. “ოკლაჰომა” დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო “პორტლენდი” - მეცხრეზე.

“ჩიკაგო” – “გოლდენ სტეიტი” 94:87 (19:26, 28:25, 32:22, 15:14)

https://www.youtube.com/watch?v=CRIKCfJQxQQ

“ფინიქსი” – “შარლოტი” 120:103 (28:32, 33:26, 33:33, 26:12)

https://www.youtube.com/watch?v=splup3ukZQY

“პორტლენდი” – “ოკლაჰომა” 114:109 (26:24, 31:36, 24:25, 33:24)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:10 | 03.03.2017
iloreli (2516)

ბურთის ღორმა წააგებინა თავის გუნდს.. 6 სამიანი გამაზა ზედიზედ.. ჯამში 10 სროლიდან 2 ჩააგდო მეოთხე მეოთხედში..
არადა იგებდა ოკლაჰომა სანამ შემოვიდოდა
მვპ არა შვანცკი...
კაცმა 36 სროლაში 30 ქულა აიღო კიდე კაი საჯარიმოები კარგად ისროლა

13:51 | 03.03.2017
ირაოლა (563)

და შავ-თეთრი ფოტო რატოა? ხომ მშვოდობაა აქვს რასს

15:53 | 03.03.2017
რაჭა (10043)

დურანტი დაიმტვრა..აწი მაგას რა მოკლავს DDDD

15:23 | 03.03.2017
eke99 (1362)

ალბათ მსოფლიო სპორტის გაზეთის ფოტოა და ხუთშაბათობითაა იქ მხოლოდ ფერადად ))))))))))))))))))))))))))))))))))))

14:18 | 03.03.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

მთავარია შავ ჩარჩოში არაა ჩასმული DDDDDDDD

12:35 | 03.03.2017
federer (17) (15576)

მოხსნა პასები დააკლდა გუნდს მოსაგებად და სწორედ რასის სამმაგის გამო არიან საპლეიოფო ზონაში თორე ამოუდგებოდნენ ლეიკერსს გვერდით

0.127286