დასასრულს მიუახლოვდა მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობს.
ფინალში მოასპარეზე ანა მუზიჩუკმა(2558, უკრაინა) და ტან ჟონგმა(2502, ჩინეთი) კლასიკური პარტიების მე-4 შეხვედრა ყაიმით დაასრულეს. რადგან კლასიკური პარტიები ფრედ 2:2 დასრულდა, მსოფლიოს ახალ ჩემპიონს ტაი-ბრეიკის პარტიები დაასახელებს, რომლებიც ხვალ, 3 მარტს ჩატარდება. ტაი-ბრეიკში ფავორიტად მუზიჩუკი ითვლება, რომელიც სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.