კალათბურთი

22:40 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამომ’’ დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო

ვაჟ კალათბურთელთა შორის საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდნენ ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ,,დინამო’’ და ,,კაკტუსი’’, რომელიც ფლეი-ოფში მოხვედრისათვის იბრძვის. ,,კაკტუსის’’ მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ სხვადასხვა მიზეზით ორი წამყვანი მოთამაშე ბექა ჩიკვილაძე და დავით ლომიძე არ ჰყავდა.

შესანიშნავ ფორმაში მყოფი ,,დინამო’’, წინა ტურში მოულოდნელად ჩემპიონატის ერთპიროვნულ აუტსაიდერ ,,მგზავრებთან’’ დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში გულშემატკივრებმა ისევ ის ,,დინამო’’ იხილეს, რომელმაც ამ სეზონში გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა. დიდი ანგარიშით 92: 67 გაიმარჯვა ,,დინამომ’’ და მეორე ადგილზე მყოფ ,,ქუთაისთან’’ სამქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა პირველივე მეოთხედში გაინაღდეს გამარჯვება, რომლებმაც დროის ეს მონაკვეთი დიდი ანგარიშით 55:33 მოიგეს.

,,კაკტუსი’’-,,დინამო’’ 67:92 (18:29, 15: 26, 23: 14, 11: 23)

1 დინამო 19 18 / 1 1682 / 1364 37
2 ქუთაისი 19 15 / 4 1537 / 1404 34
3 რუსთავი 19 11 / 8 1510 / 1504 30
4 კაკტუსი 19 8 / 11 1523 / 1624 27
5 სოხუმი 19 8 / 11 1602 / 1640 27
6 ბათუმი 19 7 / 12 1459 / 1520 26
7 ოლიმპი 19 5 / 14 1330 / 1438 24
8 მგზავრები 19 4 / 15 1390 / 1539 23
0.114988