"გალათასარაის" თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი მომდევნო სეზონიდან იაპონიის ჩემპიონატის გუნდ "ვისელ კობეში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიოს ჩემპიონმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი წლით ითამაშებს აზიაში გერმანელი ფეხბურთელი და გასამრჯელოს სახით რამდენ მილიონს მიიღებს. პოდოლსკის მომდევნო გუნდმა გასული წლის ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
მიმდინარე სეზონში ლუკასი კარგად გამოიყურება. 21 შეხვედრაში თავდამსხმელმა 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.