კალათბურთი

18:22 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

„სოხუმის“ ნანატრი გამარჯვება

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურის მეორე შეხვედრაში „სოხუმმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „ოლიმპს“ უმასპინძლა. მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ. ზღვისპირელები პლეი ოფში გასვლისათვის, ხოლო „ოლიმპი“ სუპერლიგაში დარჩენისათვის იბრძვის.

შეხვედრა „სოხუმის“ უპირატესობით დაიწყო და მისივე გამარჯვებით დასრულდა, 90:76. თუ გავითვალისწინებთ, რომ თასის ჩათვლით „სოხუმს“ ზედიზედ 4 თამაში ჰქონდა წაგებული, ზღვისპირელებმა ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს და პლეი ოფში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებენ.

ამ შეხვედრაში საუკეთესო შედეგი „სოხუმის“ ამერიკელმა ლეგიონერმა უეიდ ლათანმა აჩვენა, რომელმაც 26 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. „ოლიმპის“ მხრიდან 18 ქულით ყველაზე შედეგიანი რევაზ როგავა იყო. მისმა თანაგუნდელმა, ამერიკელმა ლეგიონერმა ტრე ბურნეთმა კი 17 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

„სოხუმი - „ოლიმპი“ 90:76

(18:10, 17:16, 22:18, 33:32)

0.123412