არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში “სპარტას” ძლევის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, კლუბს უნიკალური შანსი აქვს თავისი ისტორია შეცვალოს.
“წინ ფინალია – ეს ჩემთვის და გუნდისთვის დიდი შანსია. 7 წელია “ვიტესში” ვთამაშობ და როგორც იქნა, ტიტულის მოგებასთან ახლოს ვართ.
კლუბს აქვს გრძელი ისტორია, 125-წლიანი, მაგრამ ტიტული არ მოუგია. ახლა კი, ამასთან ძალიან ახლოს ვართ. თუ გავიმარჯვებთ, არასოდეს ვიქნები დავიწყებული, როგორც კაპიტანი.
“დე კუიპის” სტადიონზე არნემი გვჭირდება – გულშემატკივრების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც გუნდისთვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის”, - განაცხადა კაშიამ.
შეგახსენებთ, “ვიტესმა” ნახევარფინალში როტერდამის “სპარტა” 2:1 დაამარცხა და ჰოლანდიის თასის ფინალში 30 აპრილს, როტერდამშივე, “დე კუიპის” სტადიონზე ითამაშებს. მეტოქეს რაც შეეხება – იგი დღეს გაირკვევა “ალკმაარისა” და “კამბურის” შეხვედრაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პროვინციელი კვერცხების შურია, იმით მაინც უნდა გახდეს პოპულარული რომ მესი გააძევებინა ან ამ დებილ მსაჯს, ის მაინც ექნება "საამაყო", რომ მესის წითელი ამოუღო. იგივე პონტია თბილისელი რომ რაიონში ჩავიდოდა და მთელი ხალხი საცემად დასდევდა. "ქაჯობა უკვდავია"-
BiDzo
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ