ფეხბურთი

14:43 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან სალუქვაძე: "საბა ლობჟანიძემ ისეთი მოთხოვნა წამოგვიყენა, იგივეს რონალდუსაც არ დავუკმაყოფილებდით"

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ ჟურნალისტებთან საბა ლობჟანიძის საკითხზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, “დინამო” ფეხბურთელის რამდენიმე პირობას დათანხმდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა.

ლევან სალუქვაძის განცხადებით, ის პირობა, რაზეც საბოლოდ “დინამომ” ლობჟანიძეს უარი უთხრა, თვით კრიშტიანუ რონალდუმ რომ წამოაყენოს, “დინამოში” არ მივიღებთო...

ლევან სალუქვაძე: საბა ლობჟანიძე წარმატებული სეზონის შემდეგ ჩვენთან დაბრუნდა, რადგან ჩვენი საკუთრება იყო. მას კონკტრაქტი აკავშირებს “დინამოსთან” და უნდა ეთამაშა. შესაბამისად, რა არის გასაკვირი ამაში. თუმცა, ის აღარ აპირებდა საქართველოში თამაშს, შემოთავაზება ჰქონდა სხვა ქართული გუნდიდანაც, მაგრამ უარი თქვა. არ დაგიმალავთ, რომ მიმდინარეობდა საუბარი რამდენიმე საფეხბურთო აგენტთან. თუმცა, ეს მხოლოდ სატელეფონო საუბრები იყო. როგორც კი საქმე კლუბის მხრიდან ოფიციალურ საუბარზე მიდგებოდა, ყველაფერი ჩერდებოდა. ყველაზე რეალური ვარიანტი გახლდათ ესპანეთის სეგუნდადივიზიონის გუნდი, რომელმაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე საუბარი შეწყვიტა და როგორც შემდგომ გაირკვა, მათ სხვა ფეხბურთელი დაიმატეს.

საბასთან კი, დავიწყეთ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი. შევხვდით ფეხბურთელს თავის მშობელთან ერთად. მისი რამდენიმე მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. შემდგომ კი, კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ის, რომ თუ საბას მიმართ უკეთესი გუნდიდან შემოთავაზება მოვიდოდა, 10 დღეში “დინამოს” უნდა გეშვა იგი – ჩვენ ამაზეც დავთანხმდით. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ უკონტრაქტოდ წასვლის შემთხვევაში ლობჟანიძეში უფრო მეტს მივიღებდით, მაგრამ მაინც დავთანხმდით.

მერე წამოაყენა მოთხოვნა, რომ 75% მატჩებისა ძირითადში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პირობა ახლა “დინამოში” რონალდუმ რომ წამოაყენოს ამაზე არ დავთანხმდებით...

აქვე ერთ რამეს დავამატებდი, რომ ოთარ კაკაბაძის მიერ განთავსებული პოსტი სოციალურ ქსელში, თითქოს აქ ფეხით ვკიდებდით – არადა, იგი გუნდიდან უფასოდ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ”ხიმნასტიკისგან” დღემდე არაფერი მიგვიღია. რომან ფიფიამ ახსენა უმადურობა, სწორედ ესაა. ყველანაირ პირობას როცა უკმაყოფილებ ფეხბურთელს და ისინი მაინც ცდილობენ ახალი ხრიკები გამონახონ”.

0.128605