ფეხბურთი

21:33 | 1.03.2017 | ნანახია 1920 - ჯერ

ოლივერ ბირჰოფი თამაშგარის გაუქმების მომხრეა

ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი და ამჟამად გერმანიის ნაკრებში მომუშავე ოლივერ ბირჰოფი ფეხბურთში წესების ცვლილებების მომხრეა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონის განცხადებით, კარგი იქნება თუ თამაშგარის წესი გაუქმდება.

“რატო არ უნდა იყოს თამაშგარის გარეშე თამაში უფრო მიმზიდველი? – ეს უფრო სანახაობრივს გახდის ფეხბურთის შეტევის ფაზაში. გარდა ამისა, არც ტაიმ-აუტების შემოღება იქნება ურიგო, თუ იგი დიდი ხანი არ გასტანს. ეს მწვრთნელებისთვის უფრო კომფორტული უნდა იყოს”, - განაცხადა ბირჰოფმა.

შეგახსენებთ, ფეხბურთში წესების ცვლილებაზე ცოტა ხნის წინ მარკო ვან ბასტენმა ჩამოაგდო სიტყვა და მაშინ, ჰოლანდიელმა რამდენიმე ახალი წესის დანერგვის შესახებ ისაუბრა - (რ)ევოლუცია ფეხბურთში - რა უნდათ ფიფას და მარკო ვან ბასტენს?!


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:07 | 02.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

14:28 | 02.03.2017
Tifoz Di MALDINI (18767)

ინძაგის დროს უნდა გაგეუქმებინათ DDDDDD

10:58 | 02.03.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რა მოწია ესეთი

00:35 | 02.03.2017
bianconeri (708)

მაშინ ინძაგი დაბრუნდება ფეხბურთში და სეზონში მინიმუმ 100 გოლს გაიტანს

14:27 | 02.03.2017
Tifoz Di MALDINI (18767)

+1 ინძაგი გამახსენდა უცებ მეც ;DDDDD

00:34 | 02.03.2017
samtrediel (8001)

თამაშგარეს გაუქმებით ძალიან ბევრი სივრცე გაჩნდება და ანგარიშებიც მოიმატებს.

23:49 | 01.03.2017
იკა..იუვე..10 (4132)

მართლა საშინელებაა თამაშგარის წესი.. რამდენი მაგარი მომენტი ფუჭდება.. მითუმეტეს ძალიან ხშირად არ არის თამაშგარე და მაინც აფიქსირებენ

23:31 | 01.03.2017
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

მოგიდგანთ ყ----ეური იდეები

23:19 | 01.03.2017
mamukapa (64)

ა თუ შვეიცარიაზე არ ჭრის...

23:19 | 01.03.2017
mamukapa (64)

თუ თამაშგარე გააუქმეს აქცია მოვაწყოთ უეფას შტაბ-ბინასთან. უვიზო რეჟიმიც მიღებულია და ჩავალთ ადვილად

22:03 | 01.03.2017
gocha1991 (62)

თამაშგარის გაუქმება კია არა ტოტალიზატორის გაუქმება სჯობს უფრო საინტერესო იქნება ფეხბურთი.

0.125488