ჩოგბურთი

16:47 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: “დიდი სლემის” 20 ტიტული? რატომაც არა” 

“დიდი სლემის” 18-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ამბობს, რომ არის შანსი მისი სლემების რაოდენობა 20-ზე ავიდეს.

“ვიცი, რომ “როლან გაროსის” მოგება ძალიან რთულია. ძალიან მძიმე შეხვედრები იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება “უიმბლდონს” და “ამერიკის ღია პირველობას”, არის შანსი, რომ მოვიგო თუ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად ვიქნები. 20 დიდი სლემის მოგება ეს ოცნებაა”- განაცხადა ფედერერმა.

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერს ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი 18 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.

0.108385