მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელსაც ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობს, ფინალური დაპირისპირების მეორე პარტია გათამაშდა.
მაშინ, როდესაც ანგარიში იყო 0.5:0.5, თეთრებით მოთამაშე ტან ჟონგმა (2502, ჩინეთი) შეძლო მასზე ბევრად უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ანა მუზიჩუკის (2558, უკრაინა) დამარცხება და 1.5: 0.5 დაწინაურდა. შეიძლება ითქვას, რომ ტანმა ანას დაბადების დღე ჩაუმწარა, რომელსაც 28 თებერვალს დაბადებიდან 27 წელი შეუსრულდა.
დარჩენილ ორ პარტიაში ჟონგს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთი ქულაც ჰყოფნის. რაც შეეხება მუზიჩუკს მან მინიმუმ ქულანახევარი უნდა დააგროვოს რათა ტაი-ბრეიკის იმედად დარჩეს, თუ ორ ქულას აიღებს, მაშინ ჩემპიონი გახდება.