ჭადრაკი

12:28 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძე დაწინაურდა

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ვაჟთა შორის გრან პრის გათამაშების პირველი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში.

ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ტარდება , 56 მოჭადრაკე მონაწილეობს. პირველი სათამაშო დღის შემდეგ ასპარეზობას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. ხუთი შესაძლებლიდან ყველაზე მეტი 4.5 ქულა გიგა ყუფარაძემ დააგროვა. ლიდერს ნახევარი ქულით შვიდი მოჭადრაკე ჩამორჩება, რომლებმაც 4.0-4.0 ქულა დააგროვეს. ესენი არიან: ირაკლი ბერაძე, ლუკა პაიჭაძე, ლევან ფანცულაია, დავით ჯოჯუა, კონსტანტინე შანავა, ნიკოლოზ პეტრიაშვილი და ბაჩანა მორჩიაშვილი.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1000 ლარია, რომელიც 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეებზე შემეგნაირად გადანაწილდება:

I ადგილი - 500 ლარი

II - 300 ლარი

III - 200 ლარი

0.117921