ფეხბურთი

0:01 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ჰოლანდიის თასის მოგებაზე ვოცნებობ”

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიის თასის მოგებაზე ოცნებობს. ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა ჰოლანდიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

“იგლზთან” რთული თამაში იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და მოვიგეთ კიდეც. ახლა კი, მთლიანად “სპარტასთან” მატჩზე ვფიქრობთ. შეხვედრას კარგ განწყობაზე ვხვდებით და მზად ვართ ბრძოლისთვის.

ყოველ ღამე ვოცნებობ, რომ ჰოლანდიის თასი ავღმართო”, - ციტირებს გურამის სიტყვებს Omroep Gelderland-ი.

შეგახსენებთ, არნემის “ვიტესი” ჰოლანდიის თასის ნახევარფინალშია გასული, სადაც როტერდამის “სპარტას” ეთამაშება. აღნიშნული მატჩი 1-ელ მარტს როტერდამში გაიმართება.

0.113738