ფეხბურთი

22:58 | 28.02.2017 | ნანახია NaN - ჯერ

პოლ პოგბას რესტორანში ინციდენტი შეემთხვა

პოლ პოგბა ყურადღების ცენტრში მარტო საფეხბურთო მოედნებზე არაა. ბრიტანული გამოცემა შუნ-ის ინფორმაციით, 23 წლის ფრანგმა მანჩესტერში მდებარე ინდურ რესტორან Akbars-ში მეგობრებთან ვახშმის დროს, ლამის სცემეს.

საქმე ისაა, რომ პოგბას რესტორანში მყოფმა ახალგაზრდა ბიჭებმა ავტოგრაფი სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს – “მანჩესტერის” ნახევარმცველის უარყოფითმა პასუხმა კი, მათი გაღიზიანება გამოიწვია და საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა.

თუმცა, წყაროს ცნობით, საქმეში რესტორანის დაცვა ჩაერია, ამასთან პოლიციაც იქნა გამოძახებული, მაგრამ პოგბას ავტოგრაფის მსურველნი ზემოხსნებული ადგილიდან მალევე წავიდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტის მონაწილენის მიმართ სადამსჯელო ქმედებები არ გატარებულა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:37 | 28.05.2014
fanatic (1105)

ძაან გაუჭირდება მაგრამ სადაც ამდენი სენსაცია ხდება იქნება ამათაც მოუგონ პეშკე/სრებოტნიკს )

18:55 | 28.05.2014
ako. milanista (962)

სურათზე შაფატავა არ არის? :/

16:53 | 28.05.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები ოქსანას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075506
სარეკლამო ადგილი - 99
X x X