ფეხბურთი

21:43 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "ყარაბახს" ხიზანიშვილის გოლით მოუგო, კვეკვესკირი გააძევეს (+VIDEO)

ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა, კერძოდ, სტუმრად 1:0 სძლია ლიდერ "ყარაბახს". ერთადერთი გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა გაიტანა.

35 წლის ქართველმა მცველმა ძლიერი დარტყმით გაუტანა "ყარაბახს": სტანდარტული სიტუაცია იყო, ბურთი არეულობის მერე "ხიზანას" მიუვიდა და მანაც ერთი შეხებით გაგზავნა კარში - საჯარიმოს მისადგომებიდან. გოლი 70-ე წუთზე გავიდა.

"ინტერი" მესამე ადგილზეა. ამ მარცხით "ყარაბახმა" ლიდერობა დაკარგა, პირველზე კი ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" გადავიდა, რომელმაც სტუმრად "ქიაფაზთან" 1:1 ითამაშა.

კვეკვესკირი 38-ე წუთზე გააძევეს... ნიკა მასპინძელთა ფეხბურთელ ნიჯატ გურბანოვს სათამაშო მომენტში ეუხეშა, გურბანოვი კი წამოხტა და ქართველ ფეხბურთელს დაარტყა. შედეგად, ორივენი გააძევეს. სხვათა შორის, კვეკვესკირი ამ მომენტმა ძალიან გააბრაზა, ძლივს გაიყვანეს მინდვრიდან.

"გაბალას" მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი: "ეპიზოდი ვერ ვნახე. კვეკვესკირმა თქვა, რომ მეტოქე პროვოკაციას მიმართავდა და თავად არ უპასუხა. თუ ასეა, ნიკა არ უნდა გაეძევებინათ".

0.1153