ფეხბურთი

19:11 | 28.02.2017 | ნანახია 0 - ჯერ

UEFA GROW სამიტი 1 მარტს გაიხსნება

უეფას სამიტი, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ პირველად ტარდება, 1 მარტს, სასტუმრო ბილტმორში გაიხსნება. სამიტი ევროსაბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთის მასობრიობის საკითხებს შეეხება.

UEFA GROW სამიტის მუშაობაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ესტონეთის, ყაზახეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მონაწილეობენ. თბილისს ასევე ესტუმრებიან უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი იგორ ჟდანოვი, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სომხეთის განათლების მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები.

სამიტი 10:00 საათზე გაიხსნება და მონაწილეებს უეფას წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიმართავენ. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა სამიტის მონაწილეებს საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის ზრდის მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და სამომავლო ხედვას გააცნობს. 15:00 საათზე დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სიტყვით გამოსვლაც.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: სამიტის აკრედიტაციები სასტუმრო ბილტმორში 09:00 საათიდან გაიცემა.

ღონისძიების განრიგი,რომელზეც შესაძლებელია მედიის დასწრება:

01.03.2017

10:00 - სამიტის გახსნა - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის და სფფ-ის პრეზიდენტის სიტყვით მიმართვა
10:10- უეფას წარმომადგენლების სიტყვით მიმართვა
10:50 - ფეხბურთის მასობრიობა საქართველოში - სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა
11:35 - კომენტარები მედიისათვის
15:00 - საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სიტყვით გამოსვლა
სამიტის პირველი დღე 18:30 დასრულდება

02.03.2017

10:00 - სამიტის მეორე დღის შესავალი სიტყვა
15:45 - შემაჯამებელი კომენტარები მედიისათვის
სამიტის მუშაობა 18:30 დასრულდება

სფფ-ის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:24 | 28.07.2013
l>a>k>e>r>s (1441)

"ვალერენგას" 7-0 მოუგო #respect

16:06 | 28.07.2013
Deulofeu (13279)

ამას არ გაუყვანია, ტრიბუნებიდან უყურებდა

15:07 | 28.07.2013
Zico10 (9915)

ბარსა_ალბისელესტე (1258)____ ამის გჯერა და გვარდიოლას არაა? :/

16:06 | 28.07.2013
Deulofeu (13279)

გვარდიმ "ამოწურა" თავი ბარსელონაში

13:19 | 28.07.2013
tengoroma (4673)

12:59 | 28.07.2013
ბარსა La Albiceleste (5560)

მჯერა მარტინო შენიიიი, რატომ არ ვიცი მარა ესააააა

14:00 | 28.07.2013
M.U 2013 are awesome!!! (2951)

მარტო ჩვენ გვჯერა მემგონი

16:05 | 28.07.2013
Deulofeu (13279)

მეც თქვენთან ვარ ბიჭებო, ვინც არ უნდა მოსულიყო მაინც 50/50ზე იქნებოდა გამართლების შანსი და ახალ მწვრთნელს მხარი უნდა დავუჭიროთ(ფორუმიდან მაინც) მე იმედიანად ვარ

12:54 | 28.07.2013
BaBuNa-18 (140)

ეს კაცი ბევრს მიაღწებს ბარსაში, ძლიერი მწვრთნელია, ბარსა დაიბრუნებს ძველ დიდებას, ბადალი არ ეყოლება მსოფლიოში

0.068534