ფეხბურთი

15:35 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჯიქია: "სანაკრებო არჩევანი? ჯერ "სპარტაკი"

გიორგი ჯიქიამ რუსულ Championat.ru-ს განუცხადა, რომ მოსკოვის "სპარტაკმა" ის რუსეთის მოქალაქის სტატუსით შეიძინა და ასეთად დარჩება. 23 წლის მცველის გადაბირება ქართულ მხარესაც სურს, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი მაინც ჯიქიამ უნდა გააკეთოს.

"საქართველოსა და რუსეთს შორის ჩემს არჩევანზე ბევრს არ ვილაპარაკებ. "სპარტაკმა" რუსეთის მოქალაქის სტატუსით შემიძინა და ასეთად დავრჩები. მინიმუმ ოთხნახევარი წელიწადი ამ კლუბში უნდა ვითამაშო. სელიხოვმა ("სპარტაკის" მეკარე) თქვა, ჯიქია 2018 წლის მუნდიალისთვის რუსეთის იმედიაო. წავიკითხე, მაგრამ ამ ეტაპზე "სპარტაკზე" ვარ ორიენტირებული, გუნდის ძირითად შემადგენლობაში უნდა დავმკვიდრდე. ნაკრებში გამოძახებას ჯერ დამსახურება სჭირდება".

0.12622