ჭადრაკი

11:14 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას ლიდერისაგან ნახევარი ქულა აშორებს

მოსკოვში მიმდინარე აეროფლოტის ღია საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა.

A ჯგუფში მოასპარეზე ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ(2706) ამჯერად შავებით რუს კოლეგა იური კუტუზოვს(2643) მოუგო, 5.0 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულ ლიდერ ვლადიმერ ფედოსეევს ნახევარი(რუსეთი) ქულით ჩამორჩება. ჯობავას გარდა 5.0-5.0 ქულა აქვს ექვს მოჭადრაკეს, რომლებიც II-VIII ადგილებს ინაწილებენ. ესენი არიან: ნიკიტა ვიტიუგოვი, ევგენი ნაიჯერი, მაქსიმ მატლაკოვი, ვლადისლავ არტემიევი, ერნესტო ინაკიევი და დენის ხიზმატულინი(ყველა რუსეთი). მე-8 ტურში ჯობავას მეტოქე ხიზმატულინი(2639) იქნება.

მე-8 ტურის შეხვედრათა განრიგი I-VIII ადგილებზე მყოფ მოჭადრაკეთა მონაწილეობით:

ფედოსეევი-მატლაკოვი

ვიტიუგოვი-არტემიევი

ნაიჯერი-ინაკიევი

ჯობავა-ხიზმატულინი

ამჯერად ჯობავა თეთრებით ითამაშებს.

0.124063