“დეპორტივოში” სამწვრთნელო ცვლილება მოხდა. გალისიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გაისკა გარიტანო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, ხოლოს მის ნაცვლად, გამოცდილი სპეციალისტი პეპე მელი დანიშნეს.
გარიტანოს განთავისუფლების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახლდათ. შაბათს “დეპორტივომ” გასვლაზე “ლეგანესთან” 0:4 წააგო, მე-17 პოზიციამდე დაქვეითდა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.
53 წლის მელიმ, რომელიც ბოლოს “ბეტისს” წვრთნიდა, კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.