მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი ტურინის “იუვენტუსის” მცველ დანი ალვეშს აკრიტიკებს. გამოცდილი ფეხბურთელის თქმით, დანი ალვეშს ხან ერთ ქვეყანა უყვარს, ხან – მეორე.
“დანი ალვეშს ერთ წელს ბრაზილია უყვარს, მეორე წელს ესპანეთი, ახლა უკვე იტალია – დასამატებელი არაფერი მაქვს, გრძნობა თუ ნამდვილია, არ შეიძლება ასე სწრაფად შეიცვალოს. ასევე, იგი ამბობს, რომ “სევილიასთან” სამუდამოდაა დაკავშირებული, მაგრამ ასე არაა – “სევილისტად” უნდა დაიბადო”, - უთხრა რამოსმა გამოცემა Marca.com-ს.
მადრიდის “რეალის” კაპიტნის ასეთი რეაქცია დანი ალვეშის რამდენიმე დღის წინანდელ კომენტარს მოჰყვა, რომელშიც ბრაზილიელმა ესპანელი გააკრიტიკა:
“სერხიო რამოსი “სევილიას” ქომაგებს სიყვარულს ეფიცებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეში მადრიდის “რეალში” გადავიდა. ეს იყო იმის მიზეზი, რომ “სევილიას” ქომაგები მის გატანილ გოლს უხეშად შეხვდნენ ცოტა ხნის წინ. მე “სევილიაში” 6 წელი ვითამაშე და ბევრი ტიტულიც მოვიგე, მაგრამ რამოსს იქ არაფერი მოუგია. ამიტომაც, მათ კარში გატანილი გოლის შემდეგ პატიების თხოვნის უფლება მას არ აქვს”, - ამბობდა ალვეში.