ფეხბურთი

20:52 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ძარია "დილაში" ითამაშებს

ირაკლი ძარია გორის "დილაში" ითამაშებს. 28 წლის ნახევარმცველი ბოლოს ბოლნისის "სიონში" თამაშობდა, ისე კი, "დილაში" ადრეც გახლდათ. ინფორმაცია თავად კლუბმა გაავრცელა სოციალური ქსელით.

ძარია საქართველოს 4-გზის ჩემპიონია და ტიტულ ორ სხვადასხვა კლუბში მოუპოვებია: "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში". საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ირაკლი ძარიას 9 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გოლია.

ძარიაზე გვეწერა, რომ შესაძლო იყო, ყაზახურ "ალთაიში" გაეგრძელებინა კარიერა. მანამდე თურქული "სამსუნსფორის" ვარიანტიც ჰქონდა.

0.111724