სხვა

19:38 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოში ორივე მატჩი მოგებულია

ხელბურთელ ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორივე ამხანაგური მატჩი მოიგო ბაქოში: აზერბაიჯანულ კლუბებთან, ყარაბაღთან (26-25) და გენჩლერბირლიისთან, 28-22. გუნდი უკვე თბილისში განაგრძობს მზადებას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, რომელიც 17-19 მარტსაა ბელარუსში.

ინა ჭკუასელი, მწვრთნელი: - აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატში 5 გუნდი თამაშობს. გენჩლერბირლიგი ძირითადად ჩვენი ასაკის გუნდი იყო, ორი უფროსი ჰყავდა დამატებული, „ყარაბაღი“ კი უკვე ქალთა კლუბია, რომელიც ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. მასთან წაგებას გვიწინასწარმეტყველებდნენ და მართლაც, 56-ე წუთზე 25-22 გვიგებდნენ, მაგრამ, ჩოხელმა და კუნელაშვილმა (2) გაათანაბრეს, მეკარე ვარდიშვილმა ერთი-ერთზე გასვლა მოიგერია და საპასუხო, სწრაფ შეტევაში ნაკრების დებიუტანტმა, ელენე ჯავახიშვილმა გამარჯვების გოლიც გაიტანა. წესით უნდა გვქონოდა მესამე თამაშიც, რომელშიც მეტოქედ არც თუ ისე ძლიერი გოგონების გუნდი უნდა შეგვხვედროდა, მაგრამ გვითხრეს, რომ გლოვის დღე იყო და ბოლო დღეს მხოლოდ ვივარჯიშეთ, სამაგიეროდ, მარტის დასაწყისში ერთ-ერთი აზერბაიჯანული კლუბი გვეწვევა და ბელარუსში გამგზავრების წინ გვეთამაშება. საერთოდ, წინადადება მივიღეთ, აზერბაიჯანის ჩემპიონატზე ხომ არ გვეთამაშა ამ ნაკრებით, როგორც ადრე აზერბაიჯანელი კაცები თამაშობდნენ ჩვენთან, მაგრამ ამაზე მე ვერაფერს გეტყვით...

გიორგი გვაზავა, უფროსი მწვრთნელი: - ვერ ვიტყვი რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ორი თამაშით, მაგრამ 17 მარტამდე დრო გვაქვს, ყველაფრის დასალაგებლად. ბელარუსთან, პორტუგალიასთან და შვეიცარიასთან ბრძოლა შეგვიძლია. ბაქოს თამაშებში იყო კარგი და ცუდი მომენტებიც. ცხადია, ვიღაცამ კარგად ითამაშა, ვიღაცამ უარესად. გვყავდა რამდენიმე დებიუტანტი უმცროსი ასაკის ნაკრებიდან, რომლებიც ძალიან კარგი გოგონები არიან, მაგრამ ბელარუსში 19-წლამდელების ტურნირია და კარგად უნდა დავფიქრდეთ, 15-17-წლიანებიდან იქ ვისი წაყვანა შეიძლება. ერთდერთი, შემიძლია ვთქვა, რომ 15 წლის ნინო გაგნიძემ დაიმსახურა გუნდში მოხვედრა, რადგანაც ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში. შანსი აქვს ჯავახიშვილსაც, კარგი გოგოა ფოთელი ჯგერენაია, მაგრამ ძალიან პატარაა. დანამდვილებით სამწუხაროდ იმის თქმა შეიძლება, რომ არ იქნებიან ტრავმირებულბი, ჩოგოვაძე, გადელია და ჩირგაძე. ფეხი ტკივა მეკარე ჯავახიასაც. საერთოდ, მეკარეების თამაშით ბაქოში მაინცდამაინც კმაყოფილი ვერ დავრჩი, მაგრამ დრო გვაქვს და შემადგენლობის გაძლიერების რეზერვიც გაგვაჩნია. ამ დღეებში საბოლოოდ დადგინდება, ვინ დაგვემატება უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ჩვენიანებიდან

ხელბურთი. ამხანაგური მატჩი. 25 თებერვალი, ბაქო, აბუ არენა. ქალები

ყარაბაღი (ბაქო) - საქართველო (19) 25-26

ყარ: კოვალიოვა, ასლანოვა - გულიევა 9, მამადოვა 4, კულიკოვა 4, გრაბსკაია 3, ნიკულენკო 3, ისმაილოვა 2, როგოვა, ფარზალიევა, ჰასანოვა, სატაევა, ფატკინა, იანიუკი, ასადი, გოლოდეცი - მწვ. ნიკულენკო

საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა, ჩავჩიძე - ქიტესაშვილი 8, კუნელაშვილი 6, ჯავახიშვილი 4, ყველაშვილი 4, ჩოხელი 3, ვენეცკი 1, კერესელიძე, გაგნიძე, ჯგერენაია, ჩხაიძე, იაშვილი

მსაჯები: გასიმოვი, ჭკუასელი

--

24 თებ. გენჩლერბირლიი (ბაქო) - საქართველო (19) 22-28

--

ახალგაზრდული (19 წ) ნაკრები ბაქოში

12. ანა ვარდიშვილი (1999, მამული), 22. მარიამ ჩაჩუა (1999, პეგასი), 1. მარიამ ჩავჩიძე (2001, წყალტუბო) - 7. თინათინ ქიტესაშვილი (1999, ყვარელი), 29. ქეთი კუნელაშვილი (1999, ყვარელი), 19. ანა ყველაშვილი (1998, მამული), 17. მედეა ჩოხელი (1999, პეგასი), 18. ქეთევან ვენეცკი (1998, პეგასი), 23. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 99. ელენე ჯავახიშვილი (2000, მამული), 15. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 31. ქეთევან კერესელიძე (2000, ქარიშხალა), 10. ქეთევან იაშვილი (2000, მამული) 24.. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი)- მწვ. გიორგი გვაზავა, ინა ჭკუასელი, ექიმი გურამ ადამია, მენეჯერი ლანა მარგიანი

--

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2017, ქალები, 19

საკვალიფიკაციო ტურნირი, 17-19 მარტი, 2017

6 ჯგუფი (ჟლობინი, ბელარუსი): პორტუგალია, ბელარუსი, შვეიცარია, საქართველო

17 მარტი. პორტუგალია-შვეიცარია, ბელარუსი-საქართველო

18 მარტი. საქართველო-პორტუგალია, შვეიარია-ბელარუსი

19 მარტი. შვეიარია-საქართველო, ბელარუსი-პორტუგალია

ფინალურ ტურნირზე გადის მხოლოდ გამარჯვებული

ფინალი> 27 ივლისი - 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია

0.146614