დღეს WTA-ის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც სერენა უილიამსსა და ანგელიაკ კერბერს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა და 375 ქულა გახლავთ. კერბერს დუბაის ტურნირი რომ მოეგო პირველი ჩოგანი გახდებოდა.
დუბაის ტურნირის გამარჯვებულმა უკრაინელმა ელენა სვიტოლინამ მე-13 ადგილიდან მეათეზე გადაინაცვლა და კარიერაში პირველად ათ საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ჩაეწერა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ კი წყვილთა თანრიგში ბუდაპეშტის ტურნირის მოგების შემდეგ 54-ე ადგილიდან 44-ზე გადაინაცვლა.
27 თებერვლის განახლებული რეიტინგი:
- სერენა უილიამსი – 7780
- ანგელიკა კერბერი – 7405
- კარლონია პლისკოვა – 5640
- სიმონა ჰალეპი - 5172
- დომინიკა ციბულკოვა – 5075
- აგნეშკა რადვანსკა – 4670
- გარბინე მუგურუზა – 4585
- სვეტლანა კუზნეცოვა – 3915
- მედისონ კისი - 3897
- ელინა სვიტოლინა 3890
- სოფო შაფათავა – 223