ფეხბურთი

22:40 | 26.02.2017 | ნანახია 2335 - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "მარცხი ჩემი ბრალია"

ქუთაისის „ტორპედოს“ შეეძლო პირველად მოეგო საქართველოს სუპერთასი, თუმცა „სამტრედიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (1:2). შეხვედრა საქართველოს სამგზის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეაფასა.

მისი განცხადებით, ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს და იქვე, მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„ძალიან კარგი თამაში გამოვიდა - იყო სანახაობაც და ბრძოლაც. ჩვენი დამარცხება გამოიწვია იმან, რომ მეტოქემ ორი გოლი გაგვიტანა. გვქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.. თუმცა, არაუშავს. ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი გაიღეს, ჩემი დავალებებიც ზედმიწევნით შეასრულეს და დღეს რომ წავაგეთ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი ბრალია. ასე, რომ თუ რამე მინუსი გამოჩნდა „ტორპედოსი“, ეს მე დამაბრალეთ.

გია ცეცაძე ძალიან ნიჭიერი და კარგი მწვრთნელია. მან ეს აქამდეც არაერთხელ დაამტკიცა და ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:53 | 27.02.2017
Mamulo (272)

ყველაფერი ჩხეტიანის ბრალია.რომელმა ითამაშა კარგად?კვასხვაძემ თუ ადამაძემ?ესაა შენი მომზადებული გუნდი? თურქეთში ისვენებდით? ან სელექცია რას გავს? თუ ფული ცოტა გქონდათ, არ დავისვენებდით თურქეთში და ამ ფულით უფრო ნორმალურ სელექციას ვაწარმოებდი.თუ მეტის თავი არ გაქვს, მაშინ გუნდს ნუ დაღუპავ.ამ თამაშით გუნდს მწვრთნელი რომ ყავს არ ჩანს,ასე არეულად უმწვრთნელოდაც ითამაშებდა ეს სასტავი.გუნდი არ დაღუპო,ამ გუნდს ნავარჯიშები არაფერი ეტყობა. ფ რ თ ხ ი ლ ა დ!

00:07 | 27.02.2017
ogafa (10220)

გამოასწორებს ჩემპი იწტება

23:31 | 26.02.2017
mushni (93569)

რა ქენი ჩხეტო ეს

23:31 | 26.02.2017
mushni (93569)

აბა მე ხომ არ დამაბრალებენ

0.131976