ფეხბურთი

22:30 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დათუნაიშვილი: "გულშემატკივარი სტადიონზე მოსვლას არ ინანებდა"

საფეხბურთო კლუბმა „სამტრედიამ“ დეკემბერში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობის შემდგომ, სუპერთასიც მოიპოვა. გია ცეცაძის გუნდმა ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა. თამაშის შემდეგ მედიასთან, „სამტრედიას“ კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა ისაუბრა:

„დაძაბული მატჩი გამოდგა - „ტორპედო“ ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს. თამაში ძალზე სანახაობრივი გამოვიდა და ალბათ, გულშემატკივრები არ ინანებდნენ სტადიონზე მოსვლას. საბოლოოდ ჩვენ გაგვიმართლა და ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთი თასი შევმატეთ გუნდს. ვულოცავთ მთელ სამტრედიას.

რაც შეეხება ჩემი გაძევების ეპიზოდს - შეეძლო დარღვევა ყვითელი ბარათით შეეფასებინა და ასეც მოიქცა, მაგრამ რადგან მეორე გაფრთხილება იყო და თან ბოლო წუთებიც, თავის შეკავებაც შეეძლო მსაჯს.

სეზონის დასაწყისი ყოველთვის ძნელია. თანაც, ეს პირველი ოფიციალური მატჩი იყო ამხანაგური თამაშების შემდეგ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ“, - თქვა დათუნაიშვილმა.

„სამტრედიამ“ თავის ისტორიაში პირველად შეძლო საქართველოს სუპერთასის მოგება.

0.134809