ძიუდო

22:23 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები დიუსელდორფის გრან პრიზე საუკეთესოა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე 45 ქვეყნის ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ირაკლი ცირეკიძის გუნდმა ტურნირი 2-2 ოქროსა და ვერცხლის მედლით ჩაამთავრა და მამაკაცების არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში იმარჯვა.

24-26 თებერვალს გამართულ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. პირველად ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ), ხოლო მეორედ ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) პატივსაცემად. ამირან პაპინაშვილსა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ) კი უმაღლეს ტიტულამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ.

ამ ოთხი ძიუდოისტის გარდა, ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში თავისი წილი ქულა ამბაკო ავალიანმაც შემატა, რომელმაც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-7 ადგილი დაიკავა.

ძიუდო

დიუსელდორფის გრან პრი

24-26 თებერვალი

მამაკაცები

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 ფელიპე პელიმი (ბრაზილია)

66 კგ

1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

2 ნორიჰიტო იშოდა (იაპონია)

3 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

3 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)

73 კგ

1 დენის იარცევი (რუსეთი)

2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ჟილომ ჩენი (საფრანგეთი)

3 ტომი მაციაში (შვედეთი)

81 კგ

1 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

2 ატილა უნგვარი (უნგრეთი)

3 დორინ გოტონოაგა (მოლდოვა)

3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

7 ამბაკო ავალიანი (საქართველო)

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)

3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)

3 მიხაელ ზგანკი (სლოვენია)

100 კგ

1 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

2 აარონ ვოლფი (იაპონია)

3 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)

3 კაზბეკ ზანკიშევი (რუსეთი)

+100 კგ

1 კოკორო კაგეურა (იაპონია)

2 ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)

3 ბარნა ბორი (უნგრეთი)

3 იერჟან შინკეიევი (ყაზახეთი)

გუნდური ჩათვლა. მამაკაცები

ო ვ ბ V VII

1 საქართველო 2 2 0 0 1

2 რუსეთი 2 1 2 0 0

3 იაპონია 1 3 1 0 0

4 მონღოლეთი 1 0 1 0 1

5 ბელგია 1 0 0 0 1

0.114888