კალათბურთი

11:03 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 8 ქულა და გამარჯვება “ბრუკლინთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ბრუკლინი” 112:95 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 20 წუთი დაჰყო, ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან სამი ორქულიანი და 3-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “გოლდენ სტეიტმა” მეტოქეზე 29 ქულით მეტი ჩააგდო, მსგავსი შედეგი არც ერთ სხვა კალათბურთელს არ ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “გოლდენ სტეიტმა” მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, ფაჩულიას კონკურენტ ჯავალ მაკგის 12 წუთში 7 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა, მაკგიმ 10-დან მხოლოდ სამი ორქულიანი ჩააგდო.

“გოლდენ სტეიტი” 49 მოგებით და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “მეომრები” მომდევნო მატჩში გასვლაზე “ფილადელფიას” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 28 თებერვალს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

0.533268