როგორც იცით, საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე თბილისის "დინამომ" მთავარი გუნდიდან მოკვეთა. ლობჟანიძემ "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდში ითამაშა თბილისის "მარკ სტარსის" წინააღმდეგ და გოლიც გაიტანა.
დინამოელებმა ეს თამაში 1:0 მოიგეს, საბამ კი შორიდან დაბალ კუთხეში დარტყმით მიითვალა გოლი.
"დინამო" საბა ლობჟანიძის თაობაზე განცხადებას თურქული შეკრებიდან ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს.