ძიუდო

16:59 | 25.02.2017 | ნანახია 3792 - ჯერ

შავდათუაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრან პრის ფინალშია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა დილის პროგრამაში ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: შვედი კრისტოფერ მაციაში, ყაზახი ჟანსაი სმაგულოვი, ბრაზილიელი მარსელო კონტინი და ებრაელი ტოჰარ ბუტბული. ოქროს მედლისთვის კი რუს დენის იარცევს დაუპირისპირდება.

ამბაკო ავალიანს ფინალურ ბლოკში მოსახვედრად ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, რუსეთის ნაკრების წევრ ასლან ლაპინაგოვთან მარცხით. იქამდე მოლდოველი ნიკონ ზაბოროსჩიუ, ჩერნოგორიელი სრჟან მრვალიევიჩი და ამერიკელი ჯეკ ჰატონი ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძესთან დამარცხდა და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

დღესვე, გრან პრიზე საქართველოს დროშის ქვეშ ფრიდონ გიგანმა (73 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილმაც (81 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:58 | 25.02.2017
sanzona (3181)

ხვალ მაინც იქნება ოქრო ჩვენი

20:44 | 25.02.2017
sanzona (3181)

იარცევი ღირსეული სპორტსმენი ყოფილა. არ იკადრა და "აბაროტის" პონტში თითი არ უჩვენა

20:50 | 25.02.2017
federer (17) (15576)

მერე სადღაც კიდე შეხვდებოდნენ და მერე ისევ ლაშას უნდა ეჩვენებინა და უკვე სპორტს გასცდებოდნენ და კარგი გააკეთა რო მანაც არ აჩვენა ხელი

20:44 | 25.02.2017
federer (17) (15576)

იმედია ხვალ გამომისწორდება ხასიათიი

20:41 | 25.02.2017
federer (17) (15576)

ძალიან უყურადღEბოთ შეეკრა ლაშაა, ტორე შეკვრაში წესით იარცევს შანსი არ აქვს ლაშასთან

20:39 | 25.02.2017
tiko (6769)

ეხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

20:23 | 25.02.2017
federer (17) (15576)

ლაშა ძალიან კარგი იყო დღEს რაც ვნახე და იმედია მოიგებს ამ ტურნირს

20:27 | 25.02.2017
federer (17) (15576)

იარცევი გაიძვერა მოჭიდავეა დენისოვივით და უნდა ჩაუტაროს ლაშამ როგორც ოლიმპიადაზე ჩაუტარა რუსს

19:46 | 25.02.2017
mikamika (1780)

წარმატებები ლაშას!

ჩხვიმიანმა თავი მოგვჭრა, ეს რა იკადრა. ამაზე ნაკრებიდან მოკვეთა უნდა იყოს სასჯელი. არცხვენ ფაქტიურად შენს ქვეყანას. ძალიან სამწუხაროა როდესაც საკუთარი დროშის ქვეშ სპორტსმენი ამას კადრულობს.

20:19 | 25.02.2017
tiko (6769)

ჩხვიმიანმა რა ქნა?

19:49 | 25.02.2017
juansher (788)

რა მოხდა?

17:49 | 25.02.2017
პანტელეიმონი (4347)

ლაშა ძმაო, რუსი უნდა დადო ! ! !

21:56 | 25.02.2017
ogafa (10220)

წარმატებები

0.118794