მოსკოვში მიმდინარე აეროფლოტის ღია საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე IV ტურის პარტიები გათამაშდა.
A ჯგუფში მოასპარეზე ბაადურ ჯობავამ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო - ამჯერად თეთრი ფიგურებით ხორვატი მარინ ბოსიოჩიჩი (2602) დაამარცხა. ბაადურსა და რამდენიმე მოჭადრაკეს 3,0-3,0 ქულა აქვთ და ერთპიროვნულ ლიდერ ევგენი ნაიერს (2659, რუსეთი) ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.
V ტურში ჯობავა შავებით ითამაშებს და მისი მეტოქეც სწორედ ნაიერი იქნება.
რაც შეეხებათ B ჯგუფში მოასპარეზე ნინო ხომერიკსა (2317) და მერი არაბიძეს (2383), ამჯერად ორივე ყაიმით დაკმაყოფილდა. ისინი 1,5-1,5 ქულით კვლავ აუტსაიდერთა შორის რჩებიან.