დღეს გაირკვა კალათბურთში 2016-2017 წლების სეზონის საქართველოს თასის მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა. ,,ბათუმმა’’ საკუთარ მოედანზე ,,სოხუმს’’ 98:84 მოუგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ,,დინამო’’ იქნება.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. სამი წუთის შემდეგ სტუმრები დაეუფლნენ უპირატესობას და პირველი მეოთხედის დასრულების შემდეგ შვიდი ქულის სხვაობით 28:21 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში მცირე უპირატესობას ,,ბათუმი’’ ფლობდა და ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა-43:47.
მეორე ტაიმმა მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა და როგორც უკვე აღვნიშნეთ საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით 98:84 შეძლო მეტოქის დამარცხება.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ტველაზე მეტი 23 ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ბათუმის’’ უკანახაზელმა ბესო ლეჟავამ დააგროვა.
,,სოხუმის’’ მხრიდან 17-17 ქულით ყველაზე შედეგიანები უკანახზელი უეიდ ლათანი და ცენტრალური თავდამსხმელი ალექსანდრ ტიშჩენკო იყვნენ. ამ უკანასკნელმა დაგროვილ ქულებს 12 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
გთავაზობთ ნახევარფინალში მოასპარეზე წყვილებს:
,,დინამო’’-,,ბათუმი“
,,ქუთაისი’’- ,,რუსთავი’’