ფეხბურთი

21:13 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი – რაჰიმ სტერლინგი

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “მანჩესტერ სიტის” შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი დასახელდა. ინგლისელმა მოთამაშემ “მონაკოსთან” მატჩში გოლთან ერთად საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.

სტერლინგმა საბოლოოდ ხმების 35% მიიღო და მცირედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კევინ გამეიროს – “ატლეტიკოს” ფრანგმა ფორვარდმა 28% დააგროვა.

მესამე პოზიციაზე ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ლიდერი პაულო დიბალა (19%), ხოლო ბოლო, მეოთხე ადგილზე “ლესტერის” მეკარე კასპერ შმეიხელი (17%) გავიდა.

0.119766