ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობას ლამის ყველა აკრიტიკებს, ხოლო თანამდებობიდან დათხოვილ კლაუდიო რანიერის გვერდში უდგანან და სოლიდარობას უცხადებენ.
მათ შორისაა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც 65 წლის იტალიელს ინსტაგრამზე შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“ინგლისის ჩემპიონი, წლის საუკეთესო მწვრთნელი... დღეს ასეთია ფეხბურთი, კლაუდიო. გაიღიმე მეგობარო, შენს დაწერილ ისტორიას ვერავინ წაშლის”, - დაწერა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რანიერიმ “ლესტერში” დაუჯერებელი რამ მოახერხა და იქამდე უცნობი გუნდი გააჩემპიონა. თუმცა, ტიტულის მოგებიდან 9 თვის შემდგომ იგი პოსტიდან გაათავისუფლეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სევილიას გამოაგდებდა თუ არა აზრი არ აქ. სულ რო გავარდნილიყვნენ უნდა დაეტოვათ რანიერი
აბა რა მართალია ჟოზე
მე მგონია რომ გამოაგდებდა სევილიას,არვიცი მაგრამ ასე მჯეროდა,ელა ამათი კარგიც
ჟოზეც მაგარი აფერისტია რა იყო არარაა ლუზერი?
არადა იმედი მქონდა რო სევილიას გამოაგდებდა..ტუმც ეხლა რაგა აზრი აქვს...მაინც გაანტავისუპლეს...
არ აცალეს