საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირის 1/8-ფინალში ბელგიელ სტივ დარსისთან 3:6, 5:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ნიკა პირველსავე გეიმში დაბრეიკდა, შემდეგ ბელგიელმა კიდევ ერთხელ მოახერხა ბასილაშვილის ჩაწოდების მოგება და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე პარტიაში ნიკა 3:1 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა, დარსიმ ანგარიში 3:3 გახადა. 4:4-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა და თითქოს სეტებში ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, მაგრამ ნიკოლოზმა თავის ჩაწოგების მოგება გადამწყვეტ მომენტში ვერ შეძლო. 6:5-ზე დარსისი სასაგებლოდ, ბასილაშვილი დაბრეიკდა და საბოლოოდ ტურნირს გამოეთიშა.
აშკარაა, რომ ნიკა გადაღლილი იყო, რაც მის ბევრ შეცდომაში გამოიხატებოდა, ქართველისთვის დელრეი ბიჩი ზედიზედ მესამე ტურნირი გახლდათ.
შეგახენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველ ტურში გამოცდილი გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ჰაასი 6:7, 7:6, 6:2 დაამარცხა.
ნიკამ აღნიშნულ ტურნირზე 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.