ფეხბურთი

14:17 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილასი “მადრიდში ბევრი მაკრიტიკებდა”

“პორტუს” მეკარემ იკერ კასილასმა “იუვენტუსთან” (0:2) მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ “იუვენტუსი” რომ დავამარცხოთო.

“გაძევებამ “იუვენტუსს” დიდი სარგებელი მოუტანა. ჩენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ დრო ეფექტურად გამოგვეყენებინა და შეგვენარჩუნებინა ანგარიში, თუმცა ვერ შევძელით. ტურინში საპასუხო მატჩს რაც შეეხება, მანამდე 3 კვირა გვაქვს მოსამზადებლად და ეს დრო კარგად უნდა გამოვიყენოთ. შანსი ძალიან მცირე გვაქვს, თუმცა მთელი გუნდი ვეცდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. მადრიდში უკვე ფიქრობდნენ, რომ ჩემი დრო დასრულდა, ბევრი მაკრიტიკებდა, მეც გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი. პორტუში კი ახალი ღირებულებები და მოტივაცია აღმოვაჩინე საკუთარ თავში,” – განაცხადა კასილასმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 14 მარტს გაიმართება.

0.10925