ფეხბურთი

22:14 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლობჯანიძე რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს

ბათუმის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი ფებხურთელი ელგუჯა ლობჯანიძე ამიერიდან რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ “ორენბურგში” გააგრძელებს. ამის შესახებ რუსული გუნდი ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.

24 წლის შემტევი “ორენბურგში” სინჯებზე მიმდინარე წლის დასაწყისში წავიდა და როგორც ჩანს, სამწწვრთნელო შტაბს თავი მოაწონა – შესაბამისად, გუნდთან კონტრაქტიც გაფორმდა.

ელგუჯა ლობჯანიძემ გარდამავლ ჩემპიონატში 15-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. მანამდე კი, სხვადასხვა დროს თბილისის “ვიტ ჯორჯიასა” და ქობულეთის “შუქურას” ღირსებასაც იცავდა.

რაც შეეხება “ორენბურგს” – პრემიერლიგაში 17 ტურის შემდგომ 12 ქულით აუტსაიდერთა შორის, მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.124816