“ლეიკერსი” და “ჰიუსტონი” კალათბურთელებს გაცვლიან, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, რამდენიმე დღეში “ლეიკერსი” ჰიუსტონში ლუ უილიამსს გაუშვებს, ხოლო სანაცვლოდ ტეხასური კლუბისგან კორი ბრიუვერს და პირველი რაუნდის პიკს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში უილიამსი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 18.6 ქულას და 3.2 პასს აკეთებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჭკვიანი კაცი,მაგარ დასვენებას მოიწყობს კარიერის ბოლოს
კარგი სტატისტიკაა