უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში “ესტადიო დრაგაუზე” ადგილობრივი “პორტუ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს. ერთი შეხედვით იტალიის ჩემპიონი ფავორიტად მიიჩნევა, ამას პორტუგალიელებიც აღიარებენ, თუმცა დანებებას და მეტოქისთვის ადვილად რამის დათმობას არ აპირებენ.
ამის შესახებ “პორტუს” მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ღიად ისაუბრეს. მათი განცხადებით, ზაფხულში, “რომაც” ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ რა დღეც აწია “პორტუმ” “ჯალოროსის” კარგად გეხსომებათ.
საერთოდ, აღსანიშნავია, რომ “დრაკონებს” იტალიურ გუნდებთან ბოლო 6 თამაში საერთოდ არ წაუგიათ, ხოლო საკუთარ მოედანზე 1979 წლის შემდგომ არ განუცდიათ მარცხის გემო. სამაგიეროდ, უჭირთ “იუვენტუსთან” თამაში: სამი შეხვედრა, 1 ფრე და ორი წაგება.
დღევანდელ მატჩს გუნდები დანაკლისის გარეშე ხვდებიან. “იუვეს” ბოლო მომენტში ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი გამოუჯანმრთელდნენ. სამაგიეროდ, შესაძლოა, არ ითამაშოს ლეონარდო ბონუჩის, რომელიც განაცხადში მოხვდა, მაგრამ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას ალეგრისთან შელაპარაკების გამო 18 კაციან განაცხადს მიღმა დარჩენა ემუქრება - ეს ინფორმაცია ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ნუნუ ესპირიტუ სანტუ (“პორტუს” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ფეხბურთელები მზად არიან – ვფიქრობ კარგი თამაში იქნება იმ ორი გუნდის შესრულებით, რომელიც ევროპის 16 საუკეთესო კლუბს შორისაა. “პორტუ” მზადყოფნაში ხვდება ფანტასტიკური მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს დიდი გამოწვევაა”.
მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი): “პორტუ” ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგას შეჩვეულია და ძალიან კარგ ფორმაშია. სექტებრის მერე არ დამარცხებულა და მხოლოდ 14 გოლი გაუშვა. ბოლო წლებში შინ დაამარცხა "ბაიერნი" და "ჩელსი". შესაბამისად, ვიცით, რომ რთული და დაძაბული მატჩი გველოდება. პირველ თამაშს სტუმრად ვთამაშობთ და ამიტომ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ.
ბონუჩი? – დიახ, იგი განაცხადში არ იქნება. ამის მიზეზი ხელძღვანელობა არაა, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა”.
სავარაუდო შემადგენლობები:
პორტუ, “დრაგაუ”
22 თებერვალი, 23:45 საათი
“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, მარკანო, ფელიპე, ალექს ტელეში; დანილო, ერერა, ოლივერ ტორესი; ბრაჰიმი, ანდრე სილვა, სოარეში
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ სანტუ
“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, ხედირა; კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
“იუვენტუსი” ჯგუფიდან პირველი ადგილით და დაუმარცხებლად გავიდა, ხოლო “პორტუმ” პლეი-ოფის საგზური ბოლო ტურში მოიპოვა.
ურთიერთშეხვედრები
“იუვენტუსი” და “პორტუ” აქამდე სამჯერ შეხვედრილან ერთმანეთს და იტალიელები დაუმარცხებლად თამაშობენ. პირველად ისინი 1984 წელს, ბაზელში, თასების თასის ფინალში შეხვდნენ და მაშინ, “იუვემ” 2:1 მოიგო. შემდგომ კი, იყო 2001-2002 წლების სეზონის პირველი ჯგუფური ეტაპი – პორტუგალიაში გოლი არ გასულა, ხოლო ტურინში მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.
2001 წლის 10 ოქტომბერს, პორტუში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
“პორტუ”: ოვჩინიკოვი, კარვალიო, ანდრადე, იბარა, სილვა, პარედესი (სოდერსტონი 71), კოშტინია, დეკუ, კაპუჩო (ალენიჩევი 77), კლეიტონი, პენა (პოშტიგა 66)
“იუვენტუსი”: ბუფონი, ტურამი, მონტერო, ტუდორი, პესოტო (ძენონი 65), ძამბროტა, ბირინდელი (პარამატი 12), ტაკინარდი, დავიდსი, დელ პიერო, სალასი (ო’ნილი 84)
მარჩელო ლიპის გუნდმა საკუთარ მოედანზე 3:1 გაიმარჯვა. თუმცა, პირველი გოლი ოკტავიო მაჩადოს შეგირდებმა გაიტანეს და კერძოდ, კლეიტონმა. იტალიელებმა სიტუაცია ალესანდრო დელ პიეროს, პაოლო მონტეროსა და დავიდ ტრეზეგეს გოლებით გამოასწორეს.
1984 წელს ჯოვანი ტრაპატონის “იუვემ” ლუზიტანელებს თასების თასის ფინალში აჯობა. ანგარიში ბენიამინო ვინგოლამ გახსნა, შემდეგ ანტონიო სოუზამ გაათანაბრა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ზბიგნევ ბონიეკმა გამარჯვება “ბებერ ქალბატონს” მოუტანა.
1984 წლის, 16 მაისს, ბაზელში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
“იუვენტუსი”: ტაკონი, შირეა, ჯენტილე, კაბრინი, ბრიო, ვინგოლა (კარიკოლა 89), ტარდელი, პლატინი, ბონინი, როსი, ბონიეკი
“პორტუ”: ბეტო, პერეირა, პინტო, ეურიკო, ლუისი (კოშტა 82), ვერმელინიო, პაჩეკო, მაგალაეში (უოლში 64), ფრასკო, სოუზა, გომეში
ფაქტები, სტატისტიკა
“პორტუ”
“პორტუმ” ბოლო სამ სეზონში მერვედფინალში გასვლა მესამედ მოახერხა. ორი წლის წინ, “დრაკონებმა” “ბაზელს” (1:1, 4:0) აჯობეს, მაგრამ მეოთხედფინალში “ბაიერნთან” ორი მატჩის ჯამში 4:7 წააგეს.
“პორტუმ” საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში 7 ქულა მოიპოვა. დაამარცხა რა, “ბრიუგე” და “ლესტერი”, ხოლო “კოპენჰაგენთან” ფრეს დასჯერდა.
“პორტუს” ექვსი თამაშია შინ იტალიურ გუნდებთან არ წაუგია – 3 მოგება, 3 ფრე.
მთლიანობაში კი, აპენინელებთან 28 თამაშიდან “პორტუმ” 8 მოიგო, თერთმეტჯერ დამარცხდა და ცხრაჯერ ფრე ითამაშა.
ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდმა წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მას შემდგომ მოიპოვა, რაც პლეი-ოფში იტალიურ “რომას” აჯობა. “დრაგაუზე” მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო რომში სტუმრებმა მოიგეს 3:0.
“იუვენტუსი”
“იუვენტუსმა” ჯგუფურ ეტაპზე სამივე საგარეო შეხვედრა მოიგო. მეორე ტურში კი, ლიგაზე პირადი რეკორდი დაამყარა გასვლით მატჩებში გამარჯვებით – ზაგრების “დინამოსთან” 4:0.
“იუვენტუსი” მერვედფინალური ბარიერის დაძლევას მეათედ ეცდება. შარშან, ტურინელებმა აღნიშნულ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნთან” წააგო დამატებით დროში (2:2, 2:4 დ.დ).
ბოლოს “იუვენტუსი” პორტუგალიურ გუნდს 2013-2014 წლების სეზონში შეხვდა. მაშინ, ევროპა ლიგის ნახევარფინალში “იუვე” ლისაბონის “ბენფიკასთან” წააგო (1:2, 0:0).
მთლიანობაში კი, “იუვენტუსის” სტატისტიკური მონაცემები პორტუგალიურ გუნდებთან ასეთია: 5 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება (სტუმრად: 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).
გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები
ალექს სანდრო “პორტუში” თამაშობდა 2011-2015 წლებში და ორჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი.
დანი ალვეშს ესპანეთში პირველი გოლი იკერ კასილიასის კარში აქვს გატანილი – 2003 წლის 9 ნოემბერს.
2009-2010 წლების სეზონში მირალემ პიანიჩმა იკერ კასილიასს გაუტანა გოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და შემდეგ ეტაპზე “ლიონი” გავიდა.
კასილიასისთვის ორი გოლი აქვს გატანილი მარიო მანჯუკიჩსაც – ერთი ესპანეთის სუპერთასზე და ერთიც ლა ლიგაში, როდესაც “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.
გარდა ამისა, ხორვატმა ნუნუ ესპირიტუს გაწვრთნილ “ვალენსიას” გაუტანა გოლი 2014 წლის 4 ოქტომბერს.
იკერ კასილიასმა “რეალის” შემადგენლობაში ბოლო ევროპული მატჩი სწორედ “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარა 2015 წელს. მაშინ, ორი მატჩის ჯამში იტალიელებმა იმარჯვეს (2:1, 1:1).
მაქსიმილიანო პერეირა გააძევეს ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩში 2010 წელს. ბრაზილიელთა რიგებში მაშინ დანი ალვეში თამაშობდა და გოლიც გაიტანა.
ერთად უთამაშიათ
იკერ კასილიასი, სამი ხედირა და გონსალო იგუაინი (“რეალში”).
იასინ ბრაჰიმი და მენჰდი ბენატია (“კლერმონში” 2009-2010).
იტალიაში უთამაშიათ
მიგელ ლაიუნი (“ატალანტა” 2009-2010).
ალექს ტელეში (“ინტერი” 2015-2016).
დანილო პერეირა (“პარმა” 2011-2012).