შოტლანდიური "გლაზგო რეინჯერსი" მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. კანდიდატებს შორის კი შოთა არველაძეცაა - ეს ბრიტანულ საიტებზეც დაიწერა. როგორც იცით, არველაძე ოთხი წლის განმავლობაში თამაშობდა "ჩაფრებში", 125 მატჩში 57 გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ესპანელი პაკო აიესტარანი, რომელიც ბოლოს "ვალენსიას" თავკაცობდა; ასევე, ფრანკ დე ბური - ისინი მიიჩნეოდნენ მთავარ კანდიდატებად, მაგრამ ორივემ უარი განაცხადა.
შოთა არველაძე ოთხი სხვადასხვა გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, ბოლოს თელ-ავივის "მაკაბის" თავკაცობდა, სადაც ნახევარი წელიწადი იმუშავა. შოთა ამჟამად უმუშევარია.