ფეხბურთი

14:55 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეინ შოუს დაუვიწყარი შოუ – ადამიანი, რომელზეც ყველა საუბრობს

საეჭვოა დღემდე უეინ შოუს შესახებ ვინმეს რამე სცოდნოდა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა – ინგლისური “სატონ იუნაიტედის” 45 წლის მეკარეზე, რომელსაც არაფრით გამორჩეული კარიერა ჰქონია, ბრიტანეთი და მეტიც, მთელი დუნია საუბრობს.

ვეტერანმა კიპერი, რომლის გაბარიტები სხვათა შორის, სულაც არ წააგავს ფეხბურთელისას, გუშინ, ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალური მატჩის მიწურულს, რომელშიც მისი გუნდი თვით ლონდონის “არსენალს” ხვდებოდა, კარგა მოზრდილ ბურგერს ისე მშვენივრად შეექცა სათადარიგო სკამზე, თითქოს სალხში ანაც რომელიმე მოკრძალებულ რესტორანში ყოფილიყო.

ბუნებრივია, ეს ფაქტი ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ და დღეს ლამის ყველა ბრიტანული გამოცემის პირველ გვერდზე პატივცემული უეინ შოუ გახლდათ გამოჭენებული.

ისე, შესაძლოა, ეს ყველაფერი შოუმ სპონტანურად გააკეთა, მერე რა მოხდა, ადამიანია და მოშივდა, მაგრამ წინასწარ კარგად გათვლილ ნაბიჯს ნამდვილად ჰგავს – სხვა თუ არაფერი, დღეს შოუს ინგლისში ყველა იცნობს, ადამიანს, რომელზეც ზუსტად ერთი დღის წინ, არავინ არაფერი იცოდა.

ასეა, პოპულარობისთვის შეიძლება კაცი ყველაფერზე წავიდეს...

0.231494