ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბის, „რაიო ვალეკანოს“ დირექტორთა საბჭომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუბენ ბარახას დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
41 წლის ბარახას მდიდარი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მან „ვალენსიაში“ და ესპანეთის ნაკრებში თამაშით გაითქვა სახელი და 2011 წლიდან მწვრთნელობას მიჰყო ხელი.
მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიას“ ახალგაზრდულ და მეორე გუნდებში მუშაობის შემდეგ, ამბიციურმა სპეციალისტმა 2015 წელს „ელჩე“, ხოლო 2016 წელს „რაიო ვალეკანო“ ჩაიბარა. ამ უკანასკნელმა სეგუნდა დივიზიონში ჩატარებულ 26 მატჩში მხოლოდ 28 ქულა მოაგროვა, მე-16-მე-18 ადგილებს იყოფს და 1 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.