ფეხბურთი

11:07 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენი" რევანშისთვის ემზადება

დღეს, “ბაი არენაზე” ჩემპიონთა ლიგის ორი წლის წინანდელი წყვლის რიმეიქია – ლევერკუზენის “ბაიერი” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუხვდება და შარშანწინ განცდილი დრამატული მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება.

როგორც მასპინძელთა თავკაცმა როჯერ შმიდტმა თქვა, მაშინ მის გუნდს არ გაუმართლა. ფავორიტი კი, ცალსახად “ატლეტიკოა”, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში “როხიბლანკო” ისეთი დამაჯერებელი ვეღარაა, როგორც წინა სეზონებში. თუმცა, ეს უფრო ლა ლიგაზე ითქმის, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მადრიდულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით განვლო. “ბაიერი” კი, ჯგუფიდანაც ძლივს გავიდა და ვერც ბუნდესლიგაში ბრწყინავს.

დღევანდელ შეხვედრაში გერმენელები ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ტაჰს ვერ დაიხმარებენ, ხოლო სტუმრებს ტიაგო მენდეში, გოდინი, ფერნანდესი და ხუანფრანი არ ეყოლება. სამაგიეროდ, შესაძლოა, ითამაშოს იან ობლაკმა, რომელსაც ბოლო სამი თვე ტრავმის გამო გაუცდა.

როჯერ შმიდტი (“ლევერკუზენის” მთავარი მწვრთნელი): “ორი წლის წინ ჩვენ ამავე ეტაპზე “ატლეტიკომ” დაგვამარცხა, თუმცა მაშინ არ გაგვიმართლა. ასეთ თამაშებში კი, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ფორმაში მყოფი ხავიერ ერნანდესის ყოფნა, როგორშიც იგი ბოლო პერიოდშია”.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “ლევერკუზენი” ძალიან ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით მათი ფლანგის ფეხბურთელებს კარიმ ბელარაბისა და კაი ჰავერტცს გამოვარჩევდი. ასევე თავდამსხმელი ჩიჩარიტო, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია.

ფეხბურთში ვნება ძალიან მნიშვნელოვანია – ამიტომაც, ერთი სული მაქვს როდის დაიწყება მატჩი და როგორ განვითარდება მოვლენები”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

21 თებერვალი, 23:45 საათი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, ტოპრაკი, დრაგოვიჩი, ვენდელი; არანგიზი, კამპლი, ბელარაბი, ბრანდტი; ჰავერტცი, ჩიჩარიტო

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი/მოია; ვრსალიკო, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; ფერეირა კარასკო, გაბი, კოკე, ნიგესი; გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“ლევერკუზენს” შანსი აქვს შური იძიოს – ორი წლის წინ, ამავე ეტაპზე “ატლეტიკო” უფრო ძლიერი გამოდგა და გერმანული გუნდი გათამაშებას გამოთიშა.

ურთიერთშეხვედრები

2014-2015 წლების სეზონის პირველ მერბედფინალურ მატჩი “ბაი არენაზე” მასპინძლებმა ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლით მოიგეს.

2015 წლის 25 თებერვალს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ლევერკუზენი”: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, სპაჰიჩი, ვენდელი, ბენდერი (როლფესი 68), კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 87), სონი, დრმიჩი (კისლინგი 80)

“ატლეტიკო”: მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა (გამესი 38), არდა (ტორესი 64), გაბი, ტიაგო, ნიგეზი (რაულ გარსია 42), მანჯუკიჩი, გრიზმანი

საპასუხო თამაში უკვე “ატლეტიკომ” მოიგო 1:0 მარიო სუარესის გოლით. გამარჯვებული კი, პენალტების სერიაში გამოვლინდა და ის “ატლეტიკო” გამოდგა – სტუმართანა ტოპრაკმა, ჩალჰანოღლუმ და კისლინგმა ვერ გაიტანეს პენალტები. გადამწყვეტი თერთმეტრიანი კი, ფერნანდო ტორესმა გაიტანა.

2015 წლის 17 მარტს, გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობით იყვნენ:

“ატლეტიკო”: მოია (ობლაკი 23), ხუანფრანი, ხიმენესი, მირანდა, გამესი, არდა, მარიო სუარესი, კოკე, კანი (რაულ გარსია), გრიზმანი, მანჯუკიჩი (ტორესი 83)

“ლევერკუზენი”: ლენო, ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ვენდელი, ბენდერი (პაპადოპულოსი 104), კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი (როლფესი 77), დრმიჩი (კისლინგი 69)

გარდა აღნიშნული ორი მატჩისა, “ატლეტიკოსა” და “ლევერკუზენის” დაპირისპირება კიდევ ორ მატჩს ითვლის – 2010-2011 წლების სეზონში, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ორივე მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველ მატჩში სიმაომ და ერენ დერდიოკმა გაიტანეს, ხოლო გერმანიაში გოლები პატრიკ ჰელმესმა და ფრან მერიდამ გამოიჩინეს თავი.

მაშინ ჯგუფური ეტაპი იუპ ჰაინკესის “ბაიერმა” მოიგო, ხოლო კიკე სანჩეს ფლორესის დამოძღვრილი “ატლეტიკო” ჯგუფში ჩარჩა სწორედ გერმანიაში ნათამაშები ფრის წყალობით.

იმ დღეს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“ლევერკუზენი”: გიფერი, ვიდა, შვააბი, ჰიიპია, კასტრო (და კოსტა 46), ბენდერი (ვიდალი 88), ბალიტში, კაპლანი, რენატო აუგუსტო (კისლინგი 46), იორგენსენი, ჰელმესი

“ატლეტიკო”: დე ხეა, ვალერა, პერეა, ალვარო დომინგესი, ფილიპე ლუისი, ასუნსაო, მარიო სუარესი (ტიაგო 84), რაულ გარსია, სიმაო (მერიდა 71), ფორლანი (დიეგო კოშტა 67), აგუერო

როგორც ხედავთ, 4 თამაში და სრული თანაფარდობა: თითო მოგება-წაგება, 2 ფრე და 3:3-ზე ბურთების შეფარდება.

ფაქტები, სტატისტიკა

“ლევერკუზენი”

“ლევერკუზენი” პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. აღსანიშნავია, რომ “ფარმაცევეტებს” მერვედფინალური ბარიერი არასდროს გადაულახავთ: 20024-2005 მარცხი “ლივერპულთან” (1:3, 1:3). 2011-2012 მარცხი “ბარსელონასთან” (1:3, 1:7), 2013-2014 მარცხი პსჟ-სთან 0:4, 1:2 და 2014-2015 მარცხი “ატლეტიკოსთან” პენალტების სერიაში (“ლევერკუზენი” 2001-2002 წლების სეზონში ფინალში გავიდა, მაგრამ მაშინჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის სისტემა მეოთხედფინალიდან იწყებოდა).

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერმა” ერთი მატჩი მოიგო საკუთარ მოედანზე და ორჯერ ფრე ითამაშა. საერთოდ კი, ევროტურნირებზე სახლში უკვე ათი თამაშია არ წაუგია (5 მოგება, 5 ფრე). “ბოლოს “ბაი არენაზე” სტუმარმა გუნდმა 2014 წლის 26 ნოემბერს მოიგო (“მონაკომ” 1:0).

შარშან “ლევერკუზენს” ესპანურ გუნდებთან თამაში ორჯერ მოუწია – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასთან” (1:2, 1:1) და ევროპა ლიგის მერვედფინალში (0:2, 0:0).

მთლიანობაში “ლევერკუზენის” შედეგი ესპანურ გუნდებთან გერმანიაში ასეთია: 7 მოგება, 5 ფრე, 6 წაგება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი საპლეი-ოფი თამაში “ბაიერს” ესპანელებთან წაგებული აქვს. ბოლოს გერმანულმა გუნდმა პირინელები პლეი-ოფში 1998 წელს დაამარცხეს (“ესპანიოლი” პენალტების სერიაში).

“ატლეტიკო”

შარშან “ატლეტიკო” ფინალამდე მივიდა და იქ თანაქალაქელ “რეალთან” წააგო პენალტების სერიაში.

“როხიბლანკო” მეოთხეფინალში გასვლას მეცხრედ ეცდება. აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო ორ მერვედფინალი პენალტების სერიით მოიგო (შარშანწინ “ლევერკუზენთან” და შარშან პსვ-სთან) – ეს კი, მანამდე ვერავის მოეხერხებინა.

ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად “ატლეტიკომ” პსვ და “როსტოვი” 1:0 დაამარცხა, ხოლო იმავე ანგარიშით “ბაიერნთან” წააგო.

“ატლეტიკოს” გერმანიაში ბოლო სამი თამაში წაგებული აქვს. ისე კი, ალემანებთან სტუმრად შემდეგნაირად თამაშობს: 18 მატჩი, 5 მოგება, 3 ფრე, 10 წაგება. მთლიანობაში: 38 თამაში, 18 მოგება, 6 ფრე, 14 წაგება.

დიეგო გოდინი, კოკე, ფილიპე ლუისი და ტიაგო მოედანზე იყვნენ, როდესაც “ატლეტიკომ” ბოლოს გერმანიაში მოიგო. ეს 2011-2012 წლების ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მოხდა. მაშინ, “როხიბლანკომ” “ჰანოვერი” 2:1 დაამარცხა.

2013 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ესპანურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 20 გასვლითი თამაში ჩაატარა და მათგან 9 მოიგო, ხოლო ხუთჯერ ფრეს დასჯერდა.

“ატლეტიკოს” გერმანული გუნდების წინააღმდეგ ბოლო შვიდი საპლეი-ოფო დაპირისპირება მოგებული აქვს. ბოლოს მადრიდელებს ხელი შორეულ 1980 წელს მოეცარათ, როცა დრეზდენის “დინამოსთან” ვერაფერს გახდნენ უეფას თასზე.

“ატლეტიკოს” 1974 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალი გერმანულ “ბაიერნთან” აქვს წაგებული გადათამაშებაში – 0:4.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ხავიერ ერნადესმა “რეალის” მაისურით 2015 წელს მეოთხედფინალში “ატლეტიკოს” გაუტანა და ამ გოლით “სამეფო კლუბი” შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მექსიკელმა ასევე გაიტანა ნაკრებში, ხორვატიის ნაკრების კარში. ბალკანელთა რიგებში მაშინ სიმე ვრსალიკო თამაშობდა (2014 წლის მუნდიალი).

იმავე ვრსალიკოს ხორვატიას თურქმა ჰაკან ჩალჰანოღლუმაც გაუტანა.

დიეგო გოდინმა კი, ჩიჩარიტოს მექსიკას კარი დალაშქრა 2016 წლის კოპა ამერიკაზე.

დიეგო სიმეონე “ლევერკუზენს” ორჯერ დაუპირისპირდა ფეხბურთელობისას: 1999-2000 წლების სეზონში რომის “ლაციოს” რიგებში “ჩოლო” როჯერ დაუზავდა “ბაიერს” (1:1, 1:1).

ფილიპე ლუისის ბრაზილიას 2014 წელს ალექსანდრ დრაგოვიჩმა გოლი გაუტანა.

ანტუან გრიზმანმა ევრო 2016-ის ნახევარფინალში დუბლი შეასრულა გერმანიის ნაკრებთან, რომლის სათადარიგო სკამზე იყვნენ ჯონათან ტაჰი და ბერნდ ლენო.

ერთად უთამაშიათ

ტინ იედვაი და სიმე ვრსალიკო (ხორვატიის ნაკრები)

იან ობლაკი და კევინ კამპლი (სლოვენიის ნაკრები)

0.359075