ფეხბურთი

18:25 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ივან იურიჩი ანდრეა მანდორლინიმ ჩაანაცვლა

“ჯენოამ” “პესკარასთან” მარცხის (0:5) შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ივან იურიჩი დაითხოვა. ახალი მწვრთნელი კი ანდრეა მანდორლინია. 56 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა მანდორლინი 2010-2015 წლებში “ჰალას ვერონას” წვრთნიდა. 2015 წელს კი იგი გაათავისუფლეს.

რაც შეეხება “ჯენოას”, მიჯრით 3 წაგება დაუგროვდა და 25-ე ტურის შემდგომ სატურნირო ცხრილში 25 ქულით, მე-16 პოზიციაზეა.

0.116739