ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის ბოლოადგილოსანი "ტომი" იყო. კახა ჩხეტიანის გუნდი ახლოს იყო მეორე რუსული გუნდის დამარცხებასთან. შეგახსენებთ, წინა მატჩში ქუთათურებმა მოსკოვის "დინამოს" 1:0 სძლიეს გიორგი ქიმაძის გოლით.
ამჯერად 1:1. "ტორპედო" ბოლო წუთებამდე იგებდა და ისევ ქიმაძემ გაიტანა: მან კარიდან 40 მეტრის მოშორებით მიიღო ბურთი, საჯარიმოს მისადგომებამდე ირბინა და შემდეგ ძლიერი დარტყმით მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ლამაზი გოლი იყო.
ტორპედო (ქუთაისი) - ტომი (ტომსკი) 1:1
ტორპედო: რ.კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ადამაძე, ქიმაძე, გიგაური, მამასახლისი, დოლიძე, ბაბუნაშვილი, ტუღუში, კაპანაძე
სათადარიგონი: ქვილითაია, გურული, ბურჯანაძე, მახარობლიძე, კუხიანიძე, ფურცხვანიძე, საღრიშვილი
გოლები: 1:0 ქიმაძე (63), 1:1 სალახუტდინოვი (86)