“საკრამენტო კინგზმა” და “ნიუ ორლეან პელიკანსმა” კალათბურთელები გაცვალეს.
“საკრამენტომ” “ნიუ ორლეანში” გუნდის ლიდერი დემარკუს კაზინსი და ომერ კასპი გაუშვა, ხოლო სანაცვლოდ ნიუ ორლეანელებისგან ტაირიკ ევანსი, ლენგსტონ გალოვეი, ბადი ჰილდა და დრაფტის პირველი და მეორე პიკები მიიღო.
“ნიუ ორლეანი” სამწამიან ზონაში ძალიან გაძლიერდა, ამ პოზიციაზე გუნდს ლიგის ორი უძლიერესი კალათბურთელი ეყოლება - დემარკუს კაზინსი და ენტონი დევისი.
მიმდინარე სეზონში კაზინსი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.8 ქულას, 10.6 მოხსნას, 4.9 პასს, 1.4 ჩაჭრას და 1.3 ბლოკ-შოტს აგროვებს.